გსურთ ისრაელში რეპატრიაცია საქართველოდან , მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ?
ჩვენ გთავაზობთ მოქმედებების მზა ალგორითმს, ასევე მრავალმხრივ დახმარებას და მხარდაჭერას მეგობრობის ფონდისგან.
- თქვენ უნდა შეაგროვოთ საბუთები, რომლებიც დაადასტურებენ თქვენი უახლოესი სამი თაობის ებრაულ წარმომავლობას . გამოგადგებათ ნებისმიერი საბუთი და ფოტოსურათი, რომლებიც თქვენ გაკავშირებთ ებრაელობასთან. ვიზის მისაღებად საჭირო საბუთების სავარაუდო ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ პრემიერ-მინისტრის სამინისტროს, ნატივ-ის გვერდზე:
https://www.gov.il/en/service/confirm_aliyah_rights_for_former_ussr
2) ანკეტის შევსება საქართველოში ისრაელის საკონსულოს საიტზე და საკონსულო შემოწმებაზე ჩაწერა :https://www.gov.il/en/Departments/Units/aliyah_department_representative_tbilisi_georgia
3) ისრაელის საკონსულოში საკონსულო შემოწმების გავლა და დაბრუნების კანონის შესაბამისად დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, მუდმივად საცხოვრებელი ვიზის მიღება.
4) მეგობრობის ფონდის წარმომადგენლებთან დაკავშირება და რეისზე ჩაწერა, ამ ფორმის შევსებით — https://bit.ly/3U4qcJw
რატომ ღირს მეგობრობის ფონდის დახმარებით რეპატრიაცია?
- კონსულტირება და ინფორმირება ალიას პროცესის ყველა ეტაპთან დაკავშირებით
- ავიაბილეთების შეძენა
- ჩასვლისთანავე აეროპორტში დახმარების გაწევა
- პირველი 6 თვის განმავლობაში რეპატრიანტების თანხლება
ფონდის დახმარებით რეპატრიაციის შემთხვევაში, თქვენ იღებთ შემდეგ სარგებელს:
- თითოეულ რეპატრიანტზე გათვალისწინებულია 3 ჩემოდანი საერთო წონით 69 კგ + ხელბარგი
- ბენ გურიონის აეროპორტში შეხვედრის ორგანიზება
- ფინანსური დახმარება, გარდა „ინტეგრაციის სუბსიდიისა“ (სალ კლიტა), რომელიც გაიცემა მთავრობის მიერ
- საინფორმაციო მხარდაჭერა ისრაელში: სემინარები, ღონისძიებები, ლექციები და ა.შ.
ანდეთ თქვენი ალია მეგობრობის ფონდს და თქვენი რეპატრიაცია მარტივი და სწრაფი იქნება! შეავსეთ ეს ფორმა და მეგობრობის ფონდის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ: https://bit.ly/3U4qcJw